პოლიტიკა
დასუფთავების აქციას ზუგდიდის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები შეუერთდნენ (Video)
საარჩევნო პლაკატებისგან დასუფთავების აქციას ამჯერად ქალაქ ზუგდიდის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები შეუერთდნენ.მათი თქმით, ისინი ქალაქის ქუჩებს,უბნებს და მიმდებარე ტერიტორიებს საარჩევნო პლკატებისგან მთლიანად დაასუფთავებენ. „ქალაქის ცენტრი მთლიანად დასუფთავებულია.ეს აქცია პერმანენტულად გაგრძელდება, სანამ ქალაქი მთლიანად არ დასუფთავდება საარჩევნო პლაკატებისგან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ. მისივე თქმით, ქალაქის დასუფთავებას უახლოეს დღეებში უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა და ამას თითოეული მოქალაქე იგრძნობს. „დასუფთავების სამსახური 24 საათიანი გრაფიკით მუშოაბს. ქალაქი ყოველ 4 საათში ერთხელ იწმინდება. ამ ეტაპისთვის მთელი ყურადრება „კაზანტიპის“ფესტივალზე იყო გადატანილი და ქალაქი დაგვიანებით სუფთავდებოდა“, - თქვა ირაკლი გოგოხიამ. ცნობისთვის, დასუთავების აქცია - „დავასუფთავოთ საქართველო“ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
Print