პოლიტიკა
უკრაინა: სეპრატისტებმა 648 ტყვე გაათავისუფლეს
უკრაინის აღმოსავლეთით, ზავის პირობების თანახმად, 648 ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლეს, განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარეობს მოლაპარაკება 500 სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლების შესახებ. ორშაბათს , უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ 1200 ჯარისკაცის გათავისუფლების შესახებ განაცხადა, თუმცა უკრაინის სამხედრო უწყებაში განმარტეს, რომ დასახელებული რიცხვის მხოლოდ ნახევარი - 648 ადამიანია გათავისუფლებული. სეპარატისტები აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროების ტყვეობაში მათი 311 მეომარი იმყოფება. გასულ კვირას მოწინააღმდეგე მხარეები ზავზე შეთანხმდენენ, რომლის პირობების თანახმად, ყველა ტყვე უნდა გათავისუფლდეს.
Print