პოლიტიკა
შსს - გიორგი აბაშიძეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის შვილს გიორგი აბაშიძეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა.გიორგი აბაშიძეს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. "გიორგი აბაშიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააკავეს. იგი გადაიყვენს ნარკოლოგიურ შემოწმებაზეე, დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება და დაჯარიმდა. მას 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. გიორგი აბაშიძე, ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილების თანამშრომლებმა წუხელ, გვიან ღამით დააკავეს. როგორც მისი ადვოკატი რამინ პაპიძე აცხადებს, გიორგი აბაშიძე აპროტესტებს დაკავებას და აცხადებს, რომ ეს გამიზნული იყო. არსებული ინფორმაციით, გიორგი აბაშიძე დღეს, ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.
Print