პოლიტიკა
დღევანდელ სხდომაზე რადას დეპუტატებმა მიიღეს კანონი ამნისტიის შესახებ
უკრაინის უმაღლესმა რადამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთი რაიონის განსაკუთრებული სტატუსის თაობაზე კანონი მიიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე რადას დეპუტატებმა ასევე მიიღეს კანონი ამნისტიის შესახებ. ლიგა.ნეტ-ის ცნობით, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ზოგიერთი რაიონის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა 277-მა დეპუტატმა, ამნისტიის კანონს კი 287-მა.
Print