პოლიტიკა
ობამას აზრით ციებ-ცხელება კონტროლს არ ექვემდებარება
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თავისი გამოსვლის დროს განაცხადა,ებოლას ციებ-ცხელება კონტროლს არ ექვემდებარება,წერს Reuters ობამას თქმით,ებოლას ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა დასავლეთ აფრიკაში, რომელიც უკვე ათასებს ითვლის,უახლოეს მომავალში ათობით ათასს მიაღწევს.თუმცა,პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას,რომ აშშ-ში ამ ეპდემიის გავრცელების საშიშროება, ექსპერტების აზრით,მინიმალურია. მანამდე,აშშ-ის ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უწყებაში ახალი ვაქცინა 10 მოხალისეზე უკვე გამოიცადა და ჯერჯერობით არანაირი გვერდითი ეფექტები და გაუთვალისწინებელი რეაქციები არ გამოვლენილა.
Print