პოლიტიკა
შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს
შოტლანდიაში ისტორიული რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. მასში მონაწილეობისთვის 4 მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი იმედოვნებს, რომ შოტლანდიელებმა იციან იმ დადებითი მხარეების შესახებ, რაც შოტლანდიაში დარჩენით ექნებათ. “რა თქმა უნდა, ყველა ვისაც დიდი ბრიტანეთის ბედი აღელვებს და მათ შორის მეც, ვნერვიულობ, თუმცა იმედი მაქვს, კარგად დავანახებთ შოტლანდიას, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მას გაერთიანებაში.ეს არის წარმატებული ეკონომიკა, მზარდი სამუშაო ადგილები, რა თქმა უნდა, შოტლანდიელების გადასაწყვეცეტია, თუმცა ჩვენ ყველას გვინდა, რომ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩნენ”,-განაცხადა გუშინ დევიდ კემერონმა.
Print