პოლიტიკა
უკრაინა შესაძლოა აშშ-ის მოკავშირე გახდეს
დღეს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი უკრაინისათვის, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციების ხელშეკრულების წევრობის გარეშე, აშშ-ის მოკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას. აშშ-ის სენატორებმა რობერტ მენენდესმა და ბობ კორკერმა წარმოადგინეს კანონპროექტი "უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი 2014 " (Ukraine Freedom Support Act of 2014). კანონპროექტის თანახმად, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ნატოს წევრობის გარეშე , აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად განისაზღვრებიან. კანონპროექტი, სავრაუდოდ, 18 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წინაშე გამოსვლის შემდეგ განიხილება.
Print