პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ჰეიდარ ალიევის ცენტრში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება. სამთავრობო დელეგაციას ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ნატიკ ალიევი და საპატიო ყარაული დახვდა. პრემიერი დღეს ბაქოში ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა. საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან - ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი ერეკლე ტრიპოლსკი. პრემიერ-მინისტრი ჰეიდარ ალიევის ცენტრში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. "ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტი მთელი რეგიონის ენერგეტიკულ რუკას შეცვლის და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
Print