პოლიტიკა
გაერო: თურქეთი სირიელ ლტოლვილებს ვერ აუდის
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთი საერთაშორისო დახმარებას ითხოვს, რათა აუცილებელი პირველადი დახმერებით უზრუნველყოს 130 ათასი ლტოლვილი, რომელმაც ბოლო დღეებში სირია-თურქეთის საზღვარი გადალახა. სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, 2011 წლის სირიის სამოქალაქო ომის დაწყებიდან, ეს ლტოლვილების ყველაზე დიდი ნაკადია დროის მცირე მონაკვეთში. სირიელი ქურთები გაურბიან დაჯგუფება ბოევიკების შეტევას,რომლებმაც ბოლო თვეებში სირიისა და ერაყის დიდი ტერიტორიები დაიკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰადისტები სირიულ ქალაქ კობანეს მიუახლოვდნენ. თუ ქალაქი ბოევიკებს ჩაბარდება, "ისლამური სახელმწიფოს“ წევრები საბოლოოდ გაამყარებენ თავის პოზიციებს დაპყრობილ ტერიტორიაზე. თურქეთი უკვე დიდი სიძნელეებს განიცდის მილიონზე მეტი ლტოლვილის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელმაც სირია ბოლო სამი თვის განმავლობაში დატოვა.
Print