პოლიტიკა
"თავისუფალი ზონის" ოფისთან კიდევ ექვსი ადამიანი დააკავეს
"თავისუფალი ზონის" ოფისთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ექვსი  ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი - ქალი. "თავისუფალი თაობის" წევრების დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც "თავისუფალი ზონის" ოფისის ფანჯრებს კვერცხები დაუშინეს. დაკავების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები წავიდნენ, რომლებმაც აღნიშნული ხმაურით და ყვირილით გააპროტესტეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ დაკავებულია აქციის ცხრა  მონაწილე.  აქედან სამი აქციის დასაწყისში დააკავეს, როცა  ნიკა მელიას ბანერის შეღებვა სცადეს. 
Print