პოლიტიკა
სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვისა და ბრალდების მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოსთქვამენ, რის შემდეგაც პროცესი კამათის ეტაპზე გადავა. 
ამ საქმეზე ბრალდებულ გერონტი ალანიას ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული საბოლოო სიტყვას პროცესზე “სკაიპის” მეშვეობით წარმოსთქვამს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის საქმეზე პროცესი დღეს, 16:00 საათზეა ჩანიშნული. მას მოსამართლე დავით მგელიაშვილი უძღვება.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულია ვანო მერაბიშვილი და გერონტი ალანია. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს ვალერიან მეტრეველს, მას ბრალი არა სანდრო გირგვლიანის, არამედ ოქროყანაში მეგობრების - ვამეხ აბულაშვილისა და კახაბერ დაბრუნდაშვილის ცემის გამო აქვს წაყენებული.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინათ დათა ახალაიას და ოლეგ მელნიკოვსაც, თუმცა ახალაიას საქმე მისი საბერძნეთიდან ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე, ცალკე წარმოებად გამოიყო. რაც შეეხება ოლეგ მელნიკოვს, მას აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
Print