პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი - მომავალი იქნება შერიგების, სოხუმში დაბრუნების
საქართველოს პრეზიდენტმა,  გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგინით შეამკო.  "დღეს არის დღე, რომელიც სოხუმის დაცემით დამთავრდა. მომავალი იქნება ჩვენი იქ დაბრუნება, შერიგების შედეგად. 27  სექტემბერი ეს იყო ომის დასასრული, მომავალი იქნება შერიგების, სოხუმში დაბრუნების", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.  სოხუმის დაცემიდან დღეს 21 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოხუმისთვის ბროლა 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.
Print