პოლიტიკა
დევნილთა სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება
დევნილთა სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით 20 მილიონი ლარით იზრდება. ამის შესახებ მთავრობის დღვანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა. მისი განმარტებით, ზრდის შედეგად სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარით განისაზღვრება. "მიღწეულია დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტის სერიოზული ზრდა. თუკი ორი წლის წინ "ნაციონალური მოძრაობის" დროს სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 24 მილიონს, მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება 70 მილიონი. ანუ წლევანდელთან შედარებით, ის ოცი მილიონი ლარით იზრდება. ამას დაემატება გარკვეული თანხა და დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციების მზრიდან", - განაცხადა სოზარ სუბარმა. მინისტრის შეფასებით, ეს სერიოზულად გაზრდის შესაძლებლობებს, რომ დევნილთა ყველაზე მწვავე მოთხოვნილებები, რომელიც საცხოვრებელ ბინებს უკავშირდება, უწყებამ დააკმაყოფილოს. 
მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
Print