პოლიტიკა
ირაკლი ალასანია - საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კოალიცია "ქართულ ოცნებას" მიმართავს, ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართოს იმაზე მსჯელობისთვის, საითკენ მიჰყავს პროკურატურას ქვეყანა.  ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან საზოგადოებას მიმართა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებულ თემებზე და განაცხადა, რომ "აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული". "საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი, ნატოსთან, ევროკავშირთან და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, პოლიტიკურ მომავალს, ხვალ მივმართავ მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს, შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საითკენ მიჰყავს პროკურატურას ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ალასანიამ.
Print