პოლიტიკა
პრემიერმა თავდაცვის მინისტრი გადააყენა
პრემიერ მინისტრი ფიქრობს რომ ირაკლი ალასანიამ უპასუხისმგებლო და მინისტრისთვის შეუფერებელი განცხადებები გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს რომ ირაკლი ალასანიამ მთავარ პროკურატურას ღია ბრძოლა გამოუცხადა და მიმდინარე სამართლებრივი პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა. „მინისტრი რომელიც კვების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს ის არ უნდა იკავებდეს თანამდებობას“ - განაცხადა პრემიერ მინისტრმა და აღნიშნა რომ ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან განთავისუფლებულია. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერმა ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. პრემიერ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ, აბსურდული უწოდა და განცხადა რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არ გადაიხედება. ალასანიას მინდია ჯანელიძე შეცვლის. ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრად კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძე დაინიშნა.
Print