პოლიტიკა
ალექსი პეტრიაშვილმა თანამდებობა დატოვა
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ალექსი პეტრიშვილის ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. პეტრიაშვილის განცხადებით, ის პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადებით ხვალ დილით მიმართავს. "ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია," - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი. ალექსი პეტრიაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანაგუნდელია.
Print