პოლიტიკა
პრემიერმა თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე წარადგინა
ირაკლი ალასანიას გადადგომის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დღეიდან მინდია ჯანელიძე უხელმძღვანელებს. ახალი მინისტრი საზოგადოებას დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ღარიბაშვილმა მინდია ჯანელიძის პროფესიულ საქმიანობასა და დამსახურებებზე ილაპარაკა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ღირსეულად უხელმძღვანელებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. „მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო ბატონ მინდია ჯანელიძეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი იქნება ბევრად უკეთესი მინისტრი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი. მე ვარ დარწმუნებული რომ იგი ღირსეულად, ერთგულად ემსახურება ქართულ ჯარს და კიდევ უფრო გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print