პოლიტიკა
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო 5 საათზე გაიმართება

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო 5 საათზე ქართული ოცნების" ოფისში გაიმართება. კოალიციის პოლიტსაბჭოს გაფართოებული სხდომა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ტარდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობიდან გადაყენებაზე გააკეთა განცხადება.

ირაკლი ღარიბაშვილმა “თავისუფალ დემოკრატებს” სხდომაზე სრული შემადგენლობით დასწრებისკენ მოუწოდა.

„დღეს, 5 საათზე მე დავნიშნე კოალიციის პოლიტსაბჭო, ასევე მივმართე თხოვნით „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციას, რომ მოვიდნენ სრული შემადგენლობით. მინდა აქედანაც მივმართო მათ. მინდა გითხრათ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" რიგებში არის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი; ისინი იყვნენ და არიან ჩვენი თანამებრძოლები და მართლა მინდა გულწრფელად, რომ მათ გააგრძელონ სახელმწიფოს მშენებლობაში ჩვენთან ერთად ბრძოლა და მათვის ეს კარი არის ღია,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაირკვევა, რა გეგმები აქვს მმართველ კოალიციას და როგორ გაგრძელდება მუშაობა პარლამენტში. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ალასანიას თანაგუნდელმა გია ცაგარეიშვილმა წინასწარ დაანონსებული ბრიფინგი გააუქმა.

Print