პოლიტიკა
დიმიტრი ლორთქიფანიძე - ალასანიამ პოლიტიკური დევნილის მანტია გაიმზადა
პარტია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური განცხადებით პოლიტიკური დევნილის მანტია გაიმზადა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ტენდერების გამოძიებამ საქმე, უწყების აწ უკვე ყოფილი თანამდებობის პირის კარამდე მიიყვანოს. "ირაკლი ალასანიას არც ერთი სამართლებრივი ხასიათის შეფასება არ გაუკეთებია. მისი პირველივე განცხადება იყო პოლიტიკური და გვირგვინიც პოლიტიკური იყო. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, საქმე ეხება კორუფციულ გარიგებათა მთელ სერიას, რომელიც ამ ტენდერების ჩატარებასთან არის დაკავშირებული. ღარიბაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა კიდეც, რომ ტენდერებში და შესყიდვებში დიდი ალბათობით ირაკლი ალასანიას მეგობრები იმარჯვებდნენ. სწორედ ამიტომ აღნიშნა ალასანიამ მოგვიანებით, რომ პრემიერი იყო პროკურორი. მე გუშინ დავინახე საკმაოდ შეშინებული ალასანია, რომელმაც გადაწყვიტა რა, გაეკეთებინა პოლიტიკური განცხადება, ამით მან, ყოველი შემთხვევისთვის, პოლიტიკური დევნილის მანტია გაიმზადა" , - განაცხადა ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.  მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ხვალ და ზეგ დავდგეთ იმ ფაქტის წინაშე, რომ ტენდერების გამოძიებამ შესაძლოა, უწყების აწ უკვე ყოფილი თანამდებობის პირის კარამდე მიგვიყვანოს.
Print