პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი მინისტრებს ხვდება
მინისტრების მიერ პოსტების დატოვების შემდეგ ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტს პირველად ხვდება. სხდომის დაწყებამდე საათზე ნაკლები დრო დარჩა. ზუსტად 10 საათზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვაკანტურ პოსტებზე მინისტრობის ახალ კანდიდატურებზე მსჯელობას დაიწყებს. როგორც ცნობილია, დღევანდელ შეხვედრას დაესწრება თავდაცვის ახალი მინისტრი, მინდია ჯანელიძეც. კიდევ ერთი საკითხო, რომელზეც დღეს მინისტრთა კაბინეტი იმსჯელებს, პრეზიდენტის ინიციატივაა, რომლის თანახმადაც მთავრობამ და პარლამენტმა უნდა განიხილოს ასოცირების ხელშეკრულება და უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ნატო-სთან არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.
Print