პოლიტიკა
„ეს უნდა იყოს სერიოზული გაკვეთილი ყველასთვის,“ - დავით უსუფაშვილი
„ეს მოვლენები, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა, უნდა იყოს სერიოზული გაკვეთილი ყველასთვის,“ - ასე გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი ბოლო ორი დღის განმავლობაში მთავრობაში მომხდარ ცვლილებებს. პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მსგავსი პროცესები ქვეყანას პრობლემებს უქმნის. დავით უსუფაშვილი პოლიტიკოსებს მეტი ნებისყოფის გამოჩენისაკენ მოუწოდებს. „ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ნებისყოფა, რომ პრობლემები არ გავუჩინოთ ქვეყანას და არ გვქონდეს კითხვები საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
Print