პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატების" გორის საკრებულოს დეპუტატებმა კოალიცია დატოვეს
"თავისუფალი დემოკრატების" გორის საკრებულოს დეპუტატებმა კოალიცია დატოვეს. მათ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის , თამარ თედლიაშვილის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციას ტოვებენ და აგრძელებენ პარტიის წინაშე დასახული მიზნების განხორციელებას. "თავისუფალი დემოკრატების" ამ გადაწყვეტილებით, გორის საკრებულოში კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა დაკარგა. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, "ქართული ოცნება" საკრებულოში რვა დეპუტატით იყო წარმოდგენილი, დარჩენილი 7 დეპუტატიდან 4 ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წარმომადგენელია, 3 - სხვადასხვა პარტიის. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით გორგიშელმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო წეწვაძე გორგიშვილის გადადგომას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დღეიდან შვებულებაში გავიდა.
Print