პოლიტიკა
ირაკლი ალასანია საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანს შეხვდა. როგორც ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო პროკურატურის მიერ მის და "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო საზოგადოება დაინტერესებულია პროცესი ღიად წარიმართოს. ალასანიას თქმით, მთავარი ამოცანაა სწრაფად დაიწყოს ღია გამოძიება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.
Print