პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში რჩება
გედევან ფოფხაძემ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა და საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩა. იმ შემთხვევაში თუ კოალიცია "ქართული ოცნებას" "თავისუფალი დემოკრატების" 7-ზე მეტი წევრი დატოვებდა, ის ვერ შეინარჩუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას. "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია 5 ნოემბერს დატოვეს. 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერია. მინისტრების პოსტი თავიანთი განცხადებით დატოვეს ალექსი პეტრიაშვილმა, მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. ალასანიას მინისტრობიდან დათხოვნას წინ უძღვოდა თავდაცვის სამიმინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება, რაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესთან ბრძოლად შეაფასა.
Print