პოლიტიკა
შალვა შავგულიძე უმრავლესობის დატოვების მიზეზებზე საუბრობს
დეპუტატი შალვა შავგულიძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების მიზეზებზე საუბრობს. როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობის დაწყებამდე შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის "თავისუფალი დემოკრატების" გუნდის წევრი იყო შექმნის პირველივე დღიდან.  "არჩევნების დღეს, რამდენადაც "თავისუფალი დემოკრატების" კვოტა იყო შევსებული მე კენჭი ვიყარე "ქართული ოცნების" კვოტით. შემდგომ ვიყავი პარტია და ფრაქცია "ქართულ ოცნებაში". მე მათაც ვუთხარი მადლობა იმ კარგი ორი წლისათვის, რომელიც ერთად გავატარეთ, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ახლა რამდენადაც "თავისუფალმა დემოკრატებმა" მიიღეს გადაწყვეტილება არა კოალიციურ რეჟიმში, არამედ დამოუკიდებლად აიღონ პასუხისმგებლობა, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ერთეულმა თავიანთ შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობაზე, ჩემი მხრიდან სწორი იქნება გავიზიარო ეს პასუხისმგებლობა ამ გუნდთან ერთად, რომლის დაარსების პირველივე დღიდან მონაწილე ვარ და სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა შავგულიძემ. შალვა შავგულაძემ გუშინ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და "თავისუფალ დემოკრატებს" შეუერთდა. 
Print