პოლიტიკა
კატალონიის დამოუკიდებლობას მხარი 80-მა პროცენტმა დაუჭირა
კატალონიაში ჩატარებულ არაოფიციალურ რეფერედუმში ესპანეთისგან გამოყოფას მხარი ამომრჩეველთა 80%-ზე მეტმა დაუჭირა.კატალონიის ვიცე-პრეზიდენტის ხოანა ორტეგას განცხადებით,ორივე შეკითხვას დადებითად უპასუხა რეფერენდუმში მონაწილეთა 80,72%-მა, რაც 1 649 239 მილიონ ადამიანს შეადგენს. არაოფიციალური რეფერენდუმის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ფორმალური რეფერენდუმის ჩატარება აკრძალა.კატალონიელთა ლიდერის, არტურ მასის განცხადებით ეს კენჭისყრა საფუძველს მოამზადებს მომავალში ოფიციალური რეფერენდუმის ჩასატარებლად.
Print