პოლიტიკა
ობამა დემოკრატების დამარცხებაზე პასუხისმგებლობას იღებს

ბარაქ ობამა კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების დამარცხებაზე პასუხისმგებლობას იღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ დავმარცხდით, რაშიც წვლილი მეც მიმიძღვის. ამერიკელებს უნდათ ვაშინგტონის მუშაობის შედეგები დაინახონ, თუმცა ჩვენი შრომის შედეგი ხშირად შეუმჩნეველია. რეალობა კი არის ის, რომ მხოლოდ გასულ თვეში ქვეყანაში 200 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნა, ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში კი 10 მილიონზე მეტი ადამიანი დასაქმდა. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ თანამოქალაქეები, რომ სწორი გზით მივდივართ,"-განაცხადა ობამამ.

Print