პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილი წარადგინა, ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია ამ წუთებში მიმდინარეობს. ”ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეგვერჩია უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. თამარ ბერუჩაშვილმა მან ზუსტად იცის რა არის გასაკეთებელი საგარეო პოლიტიკაში, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და როგორ შეიძლება ეფექტიანად განვაგრძოთ დასავლური კურსი,” - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ახალ მინისტრს აქვს საინტერესო ბიოგრაფია, მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე და აქვს საჯარო სამსახურსა და დიპლომატიურ კორპუსში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. თამარ ბერუჩაშვილი მაია ფანჯიკიძის მოადგილე იყო.
Print