პოლიტიკა
როდის გადმოასვენებენ კახა ბენდუქიძეს საქართველოში, ჯერჯერობით უცნობია
ჯერჯეობით უცნობია, როდის გადმოასვენებენ კახა ბენდუქიძეს საქართველოში. დეტალები ზუსტდება. გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, გულის უკმარისობა გახდა. მან რამდენიმე კვირის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ბოლოს ის ლონდონში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი 58 წლის იყო. გვიან ღამით "თავისუფალ უნივერსიტეტში" კახა ბენდუქიძის კოლეგები და სტუდენტები შეიკრიბნენ. მათ ბენდუქიძის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
Print