პოლიტიკა
პარლამენტში დღეს ნოდარ ხადურს მოუსმენენ
დეპუტატები დღეს, პლენარულ სხდომაზე 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. ბიუჯეტის შესწოერბულ ვარიანტს საკანონმდენლო ორგანოში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარადგენს. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამუშავებული ვარიანტი ბიუროზე ორშაბათს დარეგისტრირდა, რომლის შემდეგ, ბიუჯეტის პროექტი საპარლამენტო კომიტეტებში განიხილეს. პარლამენტის რეკომენდაციით, მთავრობამ ბიუჯეტის პროექტში რამდენიმე შესწორება შეიტანა, მაშ შორის, გათვალისწინებულია 1-ელი სექტემბრიდან ყველა სოციალური ჯგუფის პენსიონერისთვის, პესიის 10 ლარით ზრდა. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, დაახლოებით, 170 მილიონი ლარით გაიზარდა. შეგახსენებთ, პარლამენტის მიერ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველადი ვარიანტის განხილვა 16 ოქტომბერს დასრულდა. ბიუჯეტის პროექტი მთავრობას პარლამენტის შენიშვნებითა და წინადადებებით უკან დაუბრუნდა. საბოლოოდ, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტს კანონმდებლები, პლენარულ სხდომაზე, დეკემბერში დაამტკიცებენ.
Print