პოლიტიკა
ბერუჩაშვილი რუსეთის მხრიდან აფხაზეთის მიმართულებით გააქტიურებულ პოლიტიკაზე საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიმართულებით გააქტიურებულ პოლიტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ინტენსიურად აწვდის.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განცხადება იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი ქვეყანა მზად არის, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს, გუშინ გააკეთა. თუმცა, რომელი, ეს არ დაუკონკრეტებია.

გავრცელებულ ინფორმაციას კი იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, ეს ქვეყანა კუბა იყოს, საქართველოს საგარეო უწყება უარყოფს. მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, კუბის საგარეო საქმეთა მინისტრთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე კუბამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

Print