პოლიტიკა
პეტრო პოროშენკო - "მზად ვართ ტოტალური ომის სცენარისთვის"
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანახმად, უკრაინა „მზად არის ტოტალური ომისთვის“. გერმანული ყოველდღიური გამოცემა - „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოროშენკომ განაცხადა: „არ მეშინია რუსეთის ჯართან ომის“. „მზად ვართ ტოტალური ომის სცენარისთვის... ჩვენ არ გვინდა ომი, გვინდა მშვიდობა და ვიბრძვით ევროპული ფასეულობებისთვის. თუმცა, რუსეთი არ იცავს არც ერთ შეთანხმებას“, - აღნიშნავს პეტრო პოროშენკო „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 17 ნოემბერს გამოქვეყნდა. პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა უკეთესად არიან მომზადებული და უკრაინას „მთელი მსოფლიოს“ მხარდაჭერა აქვს.
Print