პოლიტიკა
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩვნებში კლაუს იოჰანისმა გაიმარჯვა
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კლაუს იოჰანისმა დაამარცხა პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა. იოჰანისმა ამომრჩეველთა ხმების 51% მიიღო. ანალიტიკოსთა აზრით, იოჰანისის გამარჯვება დიდად განაპირობა იმ ამომრჩევლის „საპროტესტო ხმებმა“, რომლებმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებს მისცეს ხმა და აგრეთვე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე რუმინული დიასპორის ხმებმა, განსაკუთრებით - ლონდონში, პარიზსა და მიუნჰენში. პირველი ტურის შემდეგ კლაუს იოჰანისი ათი პროცენტით ჩამორჩებოდა ვიკტორ პონტას. რუმინეთის ათეულ ათასობით ამომრჩეველი უკმაყოფილო იყო არჩევნების ორგანიზებით, რადგან გრძელ რიგებში უხდებოდა საათობით დგომა. რუმინეთის ტელევიზიის ცნობით, პონტამ აღიარა იოჰანისის გამარჯვება და განაცხადა, რომ „სიმართლე ხალხის მხარესაა“.
Print