პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი-უვიზო რეჟიმი ჩემი ქვეყნის პრიორიტეტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის ევროპარლამენტს და ევროპელ ლიდერებს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის და იმედს გამოთქვამს, რომ თანამშრომლობა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისა და საქართველოს ევროპული მომავლისათვის კიდევ უფრო გააქტიურდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან გამართულ ერთობლივ  ბრიფინგზე საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ამ საკითხს საქართველოს მოქალაქეებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„მინდა შევეხო უვიზო რეჟიმის საკითხს, რომელიც დღეს არის ჩემი ქვეყნის პრიორიტეტი და რომელიც ძალიან დიდი პერსპექტივაა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ის მოიტანს არსებით სარგებელს და გააუმჯობესებს უსაფრთხოების ხარისხს,“ - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება საქართველოსთვის სტაბილურობისა და დემოკრატიის მომტანი იქნება.

Print