პოლიტიკა
მარტინ შულცი: ევროპული ინტეგრაცია საერთო მიზანია
„ევროპელი მეწარმეებისთვის და ინვესტორებისთვის ევროპულ ბაზარზე წვდომა ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ და შევეცდებით, ეს პროცესი დავაჩქაროთ,“ – ეს განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ბრიუსელში გააკეთა. მარტინ შულცი აცხადებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა უფრო მჭიდრო უნდა იყოს. მისი თქმით, ევროპული არჩევანი პერსპექტიულ ქვეყნებში დემოკრატიული ვითარების შექმნაა. მარტინ შულცმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ - მინისტრთან შეხვედრისას საუბარი საქართველოში დემოკრატიული სტრუქტურების გაღრმავებას, იურიდიული სისტემის სრულყოფას და ევროკავშირის მოსალოდნელ დახმარებას შეეხო. „ჩვენ ასევე შევეხეთ რუსეთთან ურთიერთობას, რაც პრდაპირ კავკშირშია თქვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან », - თქვა შულცმა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის.
Print