პოლიტიკა
კახა ბენდუქიძეს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ
კახა ბენდუქიძეს ლონდონიდან თბილისში ხვალ, 16:00 საათზე პირდაპირი რეისით ჩამოასვენებენ. ამის შესახებ "თავისუფალი უნივერსიტეტის" პოლიტიკისა და ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ ლეჟავამ განაცხადა. საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ბენდუქიძის ახლობლები ამბობენ, დაახლოებით ორი კვირის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გულზე ჯერ სტენტირება,შემდეგ კი შუნტირება გაიკეთა. ამის შემდეგ ის ლონდონში იმყოფებოდა,სადაც გადატანილი ოპერაციების გართულების შედეგად, 58 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მას შაბათს დაკრძალავენ.
Print