პოლიტიკა
კახა ბენდუქიძეს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ
კახა ბენდუქიძეს ლონდონიდან თბილისში დღეს, 16:00 საათზე პირდაპირი რეისით ჩამოასვენებენ. საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ბენდუქიძის ახლობლებმა განაცხადეს, მან დაახლოებით ორი კვირის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ ის ლონდონში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ, სწორედ გადატანილი ოპერაციის გართულების შედეგად გარდაიცვალა. კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა. კახა ბენდუქიძეს შაბათს დაკრძალავენ. გამოსვენება 15.00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან მოხდება, სამოქალაქო პანაშვიდი კი პარასკევს, მოსაშვილის ქ.#5-ში გაიმართება.
Print