პოლიტიკა
გუანტანამოს ციხის სამი მსჯავრდებული სასჯელს საქართველოში მოიხდის

ამერიკის შეერთებული შტატები გუანტანამოს ციხიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პატიმრის საქართველოში გადმოყვანის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

"შეერთებული შტატები მადლობას უცხადებს საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის, გუანტანამოს ყურეში ციხის დახურვის პროცესთან დაკავშირებით. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშავა იმისთვის, რომ ეს ტრანსფერი უსაფრთხოების დაცვისა და ადამიანისადმი სათანადოდ მოპყრობის პირობებში წარიმართოს," - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

საქართველოს გარდა, გუანტანამოს ციხის ორი პატიმარი მიიღო სლოვაკეთმაც. შესაბამისი გადაწყვეტილება ექვსი დეპარტამენტისა და შესაბამისი სააგენტოს თანხმობის შემდეგ იქნა მიღებული.

საქართველოში გუანტანამოდან რამდენიმე პატიმრის ექსტრადიცია 2010 წელსაც განხორციელდა.

Print