პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის თოქ-შოუ ეთერში ახალი წლის შემდეგ გავა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის,  ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით თოქ-შოუ ეთერში სავარაუდოდ 2015 წლის დასაწყისში  გავა. ამის შესახებ პუბლიცისტმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომელიც გადაცემის მომზადებაში მონაწილეობს. მისივე თქმით, ტელეკომპანა GDS-ისთვის მოდიფიცირების პროცესის გადადება არაფერს ცვლის.  "მოდიფიცირების პროცესი დრობით გადაიდო და არა სამუდამოდ. თოქ-შოუ ეთერში მაშინ გავა, როდესაც არხის საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირება მოხდება", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. 
მისი თქმით, თოქ-შოუს გასვლა სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ იგეგმება.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ GDS TV-ის სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა. როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, მიმდინარეობდა ტელევიზიის "გასართობი" ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირების პროცესი, რომელიც თავად ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე შეჩერდა. GDS-ში განმარტავენ, რომ მათი მოთხოვნა ტექნიკურმა მიზეზებმა განაპირობა. 
Print