პოლიტიკა
მოსმენებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შენიშვნას "ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ დაუჭერს
მოსმენებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შენიშვნას "ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ დაუჭერს. როგორც ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, პრეზიდენტის ალტერნატიული ვარიანტის მიხედვით, ე.წ. შავი ყუთი რჩება ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში. 
"ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რამდენი გასაღები შეიქმნება, ვის დაურიგდება ეს გასაღები, სასამართლოს, პერსონალური დაცვის ინსპექტორს, თუ სხვა რომელიმე უწყება ჩაერთვება, ამას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ განახორციელოს უკანონო მიყურადება, მოსმენები. ეს არის ამ კანონის მთავარი პრობლემა და ამის გამო, ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.
Print