პოლიტიკა
საიას ერთ თვეში ახალი თავმჯდომარე ეყოლება
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საერთო კრება მიმდინარეობს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განცხადებით, დღეს მოხდება შეჯამება იმის, თუ რა გაკეთდა 2014 წელს. ასევე, აირჩევენ გამგეობის ახალი წევრებს. ახლად დამტკიცებული გამგეობა ერთ თვეში საიას ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. დღეს ასევე მოხდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2015-2019 წლების სტრატეგიის დამტკიცება. კრებას ორგანიზაციის წევრები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
Print