პოლიტიკა
მოლდავეთის არჩევნებში პროდასავლური ძალები დაწინაურდნენ
მოლდავეთში 30 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით,მცირედით დაწინაურდნენ პრო-ევროპული პარტიები. ხმების 80%-ის დათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ სამ პროევროპულ პარტიას - ლიბერალ-დემოკრატიულ, დემოკრატიულ და ლიბერალურ პარტიებს ერთად მიღებული აქვთ ხმების 44%. პრორუსულ სოციალისტურ პარტიასა და კომუნისტურ პარტიას კი - 40%. ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს მთავრობის ფორმირებას და მოსალოდნელია არჩევნების შემდგომი დაძაბული პოლიტიკური მოლაპარაკებები. არჩევნების წინა დღეს ერთი პრორუსული პარტია მოიხსნა არჩევნებიდან. პარტიებს შორის შედეგით ლიდერობს პრო-რუსული სოციალისტური პარტია 22%-ით. შედეგის მიხედვით, მეორე ადგილზე პარტიებს შორის პრო-ევროპული ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიაა 19%-ით. ოპოზიციურ პარტიებს შორის მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტია 18%-ით. პროევროპულ პარტიებს შორის მეორე და მესამე ადგილებზე არიან დემოკრატები და ლიბერალები - 16%-ით და 9%-ით.
Print