პოლიტიკა
ზურაბ ჭიაბერაშვილი სააკაშვილის დანიშვნას უკრაინის მთავრობაში არ გამორიცხავს

"ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ ადასტურებენ ინფორმაციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ რუსულ და უკრაინულ მედიაში გავრცელდა. თუმცა "ნაციონალები" არ გამორიცხავენ, რომ ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან უკრაინის ხელისუფლება რეფორმატორთა მოზიდვას სხვადასხვა ქვეყნებიდან ცდილობს.

„რამდენად რეალურია სააკაშვილის გამოჩენა უკრაინის მთავრობაში, ამის დადასტურება არ შეგვიძლია“, - აცხადებენ პარტიაში.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ეს იმ რეფორმებს უკავშირდება, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში გატარდა.

„ის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმები ძალიან პოპულარული არის მთელ მსოფლიოში და განსკუთრებით, მეგობარ უკრაინაში ეს სიახლეს არ წარმოადგენს. უკრაინელები ახლა ცდილობენ, რაც  შეიძლება გამოცდილი რეფორმატორებით დააკომპლექტონ მთავრობა. ეს არის დაფასება იმ რეფორმებისა, რაც საქართველოში გატარდა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

Print