პოლიტიკა
ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის ახალ მთავრობას აშშ-ის მხარდაჭერა აღუთქვა
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის ახალ მთავრობას აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  "ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს უკრაინის ახალ მთავრობას, რომ მოხდეს ეკონომიკის სტაბილიზაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება და კორუფციასთან ბრძოლა", - განაცხადა ბაიდენმა. 
შეერთებული შტატები ასევე პირობას დებს, რომ რუსეთის აგრესიის პირობებში, გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. უკრაინის რადამ ახალი მინისტრთა კაბინეტი გუშინ 288 ხმით დაამტკიცა.  "პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან" დეპუტატებმა ფინანსთა მინისტრად ნატალია იარესკო, ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილი, ეკონომიკის მინისტრად აივარას აბრომავიჩუსი, ინფრასტრუქტურის მინისტრად ანდრეი პივოვარსკი, განათლების მინისტრად სერგეი კვიტი, სოციალური პოლიტიკის მინისტრად პაველ როზენკო და სხვა კანდიდატები დაამტკიცეს. მინისტრები გახდნენ "სახალხო ფრონტის", "რადიკალური პარტიის", "ბატკივშინას" მიერ წარდგენილი კანდიდატებიც. 
ასევე, პრეზიდენტ პოროშენკოს წარდგენით სტეპან პოლტორაკმა კვლავ თავდაცვის მინისტრის, პაველ კლიმკინმა კი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობები შეინარჩუნეს. 
Print