პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი - აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ დევნა პოლიტიკური ნიშნით ხდება
ღრმა დეტალების დონეზე, რას აკეთებდა თავდაცვის სამინისტრო, ასეთი ინფორმაცია არ გამაჩნია, თუმცა ყოველგვარ ეჭვგარეშე შემიძლია განვაცხადო, რომ ბრწყინვალედ მიდიოდა თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან და ყოფილ მინისტრ, ბატონ ალასანიასთან, - ასე გამოეხმაურა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. "ჩვენ ვართ შეშფოთებული იმით, რომ შეიძლება არსებობდეს იმის აღქმა, რომ დევნა ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით. უმთავრესია, პოლიტიკური დევნა იქნას თავიდან აცილებული. აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება რაღაც დევნა. ამ აღქმამ უფრო ფართო მასშტაბები რომ მიიღოს და ფეხი მოიკიდოს ნატო-ს მოკავშირე ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ბარიერი იქნება ნატო-ს წევრობის გზაზე ", - განაცხადა აპატურაიმ. მისივე თქმით, საკადრო გადაწყვეტილებებზე ვერაფერს იტყვის, მაგრამ ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იქნება გამჭვირვალობა, რეფორმების მიმდინარეობა და საერთაშორისო კოსნულტაციები. "მე ვიცი, რომ აღნიშნული ძალისხმევა უკვე ხორციელდება", - აღნიშნა აპატურაიმ.
Print