პოლიტიკა
ლეპსის კონცერტი - გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს
რუსი მომღერლის ლეპსის კონცერტზე მომხდარი ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. საქმე ეხება კონცერტის მიმდინარეობისას ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღები ჯგუფისთვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტს. საგამოძიებო ორგანოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ „მაესტროს“ ჟურნალისტი ნინი მეტრეველი და მისი ოპერატორი ლეპსის კონცერტის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დაცვის თანამშრომლებს 1 საათის განმავლობაში ოთახში ჰყავდათ ჩაკეტილი. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიკითხნენ „მაესტროს“ ოპერატორი და ჟურნალისტი. გვიან ღამით, დაცვის  ის თანამშრომელიც დაკითხეს, რომელიც გადამღებ ჯგუფს ოთახის დატოვების საშუალებას არ აძლევდა.
Print