პოლიტიკა
პეტრო პოროშენკო რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინიდან ჯარების გაყვანას სთხოვს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინიდან ჯარების გაყვანას სთხოვს. "გთხოვთ, შეაჩერეთ ცეცხლი. გთხოვთ, გაათავისუფლეთ ტყვეები. გთხოვთ, გაიყვანეთ თქვენი ჯარები ჩემი ტერიტორიიდან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ტონი ებოტთან შეხვედრისას გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს უკრაინასთან საზღვრის დაკეტვის თხოვნითაც მიმართა. "გპირდებით, რომ თუ საზღვარს დაკეტავთ, ორი-სამი კვირის განმავლობაში ეს უკრაინაში მშვიდობასა და სტაბილურობას მოიტანს", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.
Print