პოლიტიკა
"აირზენამ" მოსკოვის მიმართულებით რეისები განაახლა

ავიკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ მოსკოვის მიმართულებით რეისები განაახლა და ის დადგემილ დროს - დილის 9 საათზე შესრულდა. ამის მიუხედავად, ავიაკომპანიის თანამშრომლები პროტესტს არ წყვეტენ და ხელისუფლებას სამდღიან ვადას აძლევენ, რათა რუსულ ავიკომპანიებსა და მათ მუშაობის თანაბარი პირობები ჰქონდეთ.

იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა აქციებს განაახლებენ და არ გამორიცხავენ, რომ შიმშილობა დაიწყონ. კომპანიის ხელმძღვანელობა ხელისუფლებისა და ეკონომიკის სამინისტროსგან მათ მიერ წარდგენილი რვა პუნქტის შესრულებას მოითხოვს. ამ დრომდე მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე რუსეთის მიმართულებით კვირაში ათ რეისს, საქართველოში მომუშავე ორი რუსული ავიაკომპანია კი ხუთ-ხუთ რეისს შეასრულებს.

„თუ ჩვენ  ორშაბათამდე ვერ დავინახავთ რომ რაიმე სასიკეთო ძვრები დაიწყო,  ერთობლივი ძალებით გავაგრძელებთ აქციებს. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ჩვენ ველოდებით, რომ ორშაბათს 21 საათამდე გაგზავნიან რუსეთის ფედერაციაში ნოტას, რომ მანამდე გაცემული შეუზღუდავი ფრენის ნებართვა შეეზღუდებათ და იქნება ათი ათზე,“ - აცხადებს „აირზენას“ მთავარი პილოტ ინსტრუქტორი დავით მიკუჩაძე.

Print