პოლიტიკა
ეკა ზღულაძე უკრაინის მოქალაქეა
უკრაინის პრეზიდენტმა ეკა ზღულაძისთვის მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებას ხელი მოაწერა. მან აღნიშნა, რომ ეს ფაქტი უკრაინის სახელმწიფო ინტერესში შედის. „მე როგორც პრეზიდენტს, თქვენი დიდი იმედი მაქვს. მიმაჩნია, რომ თქვენი უნიკალური როლი სისტემის მართვაში შსს-ს საბჭოთა მოდელს ევროპულ მოდელად აქცევს“-ამ სიტყვებით მიმართა პეტრო პოროშენკომ ეკა ზღულაძეს, რომელიც შს მინისტრის მოადგილის პოსტზეა წარდგენილი. მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში გატარებული რეფორემების შემდეგ ინსპექტორები აღარ აიღებენ ქრთამს, ისევე როგორც ეს საქართველოში მოხერხდა. პოროშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა შეძლებს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების საკითხების მოგვარებას, ასევე შიდა უსაფრთხოების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. ეკა ზღულაძემ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იმუშავებს უკრაინისთვის და უკრაინაში. „ჩემთვის ეს არა საქართველოში მუშაობის გაგრძელებაა, არამედ ახალი ქვეყანა, ახალი პროექტია და ეს იქნება უკრაინის რეფორმა“-განაცხადა ზღულაძემ. http://www.president.gov.ua -ზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ეკა ზღულაძე შინაგან საქმეთა სისტემის აღიარებული რეფორმატორი და კორუბციის წინააღმდეგ მებრძოლი ცნობილი პირია. შეგახსენებთ, რომ ეკა ზღულაძე საქართველოს შს მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, იგი ასევე ასრულებდა მინისტრის მოვალეობასაც.
Print