პოლიტიკა
პატრიარქი საყდრისში მომხდარ აფეთქებას გმობს და დამნაშავის დასჯას ითხოვს
ამ დღეებში საყდრისში მოხდა აფეთქება და საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს და იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა. პატრიარქი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ აქტის ჩამდენმა სათანადო სასჯელი მიიღოს. "საყდრისთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საყდრისი. ამას ამბობენ მეცნიერები, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო საქართველოში. ამ დღეებში მოხდა აფეთქება და საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს. ჩვენ ვგმობთ ამ აქტს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს აფეთქება მოაწყო. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გამოძიებული იყოს, რათა დადგინდეს აქტის ჩამდენი და სათანადო სასჯელი მიიღოს", - ბრძანა პატრიარქმა.
Print